511 48 08 83
ნაწილები · გლდანი

Jeep Wrangler-ის ნაწილები 1991-დან 2024 წლამდე

ნაწილები Wrangler-ის ყველა თაობაზე, YJ-დან JL-მდე, ახალიც და მეორადიც. ნაწილის გაყიდვასთან ერთად დაყენებაც ჩვენთან, გლდანში შეგიძლიათ.

  • YJ1991–1995
  • TJ1997–2006
  • JK2007–2018
  • JL2018+

Wrangler-ის თაობები

სწორი ნაწილის მოსაძებნად პირველ რიგში თაობა უნდა ვიცოდეთ. Wrangler-ს ოთხი თაობა აქვს:

  • YJ: მართკუთხა ფარებით, ჩვენთან 1991 წლიდან 1995 წლამდე;
  • TJ: 1997–2006, მრგვალი ფარები და ზამბარიანი საკიდარი;
  • JK: 2007–2018, პირველი ოთხკარიანი Unlimited ვერსიით;
  • JL: 2018 წლიდან, ახალი თაობა.

თაობების შიგნითაც ნაწილები ხშირად წლისა და ძრავის მიხედვით განსხვავდება. ამიტომ დარეკვისას გვითხარით გამოშვების წელი და ძრავი, ან უკეთესი, VIN კოდი.

ახალი და მეორადი ნაწილები

გვაქვს როგორც ახალი, ასევე მეორადი ნაწილები. მეორადი ორიგინალი ხშირად კარგი არჩევანია იქ, სადაც ახალი ორიგინალი ძვირია ან ძნელად საშოვნი, განსაკუთრებით ძველ YJ და TJ მოდელებზე. ახალი ნაწილი კი ჯობს იქ, სადაც დეტალი ცვდება: სავალი ნაწილი, მუხრუჭები, სახსრები.

მარაგი მუდმივად იცვლება, ამიტომ კონკრეტული ნაწილი დარეკვით გადაამოწმეთ: 511 48 08 83.

ნაწილი და დაყენება ერთ ადგილას

ნაწილის ყიდვის შემდეგ მის დაყენებასაც ჩვენთან გააკეთებთ: სავალი ნაწილის შეცვლა, შედუღება ჩარჩოზე და დაცვაზე, ძრავისა და კარობკის მოხსნა-დაყენება. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ნაწილია გასაცვლელი, ჯერ დიაგნოსტიკას გავაკეთებთ.

კითხვები

ხშირად გვეკითხებიან

სხვა კითხვა გაქვთ? დაგვირეკეთ: 511 48 08 83

ნაწილი ჩემს Wrangler-ს მოერგება?

გვითხარით თაობა, წელი და ძრავი, ან გამოგვიგზავნეთ VIN კოდი, და შევამოწმებთ თავსებადობას. ზოგი ნაწილი რამდენიმე თაობაზე ერგება, ზოგი მხოლოდ კონკრეტულ წლებზე.

მეორადი ნაწილის მდგომარეობას როგორ გავიგებ?

მეორად ნაწილს ადგილზე ნახავთ, სანამ იყიდით. თუ ჩვენთან აყენებთ, დაყენებამდე ვამოწმებთ.

ნაწილის დაყენებაც შეგიძლიათ?

კი. ნაწილის ყიდვა და დაყენება ერთ ადგილას, გლდანში, ხოჭის ტბის ქუჩაზე შეგიძლიათ.

გლდანი, ხოჭის ტბის ქუჩა 511 48 08 83
დარეკვა 511 48 08 83