511 48 08 83
სახელოსნო · გლდანი

სავალი ნაწილის (ხოდოვოის) შემოწმება და შეცვლა

კაკუნი ორმოებზე, საჭის თამაში თუ მანქანის გვერდზე გაწევა სავალი ნაწილის დაღლის ნიშანია. ვამოწმებთ, ვპოულობთ ზუსტად რომელი დეტალია და ვცვლით.

სავალი ნაწილის გაფუჭების ნიშნები

  • კაკუნი ან რახუნი ორმოებზე და ქვაფენილზე;
  • საჭეს თამაში აქვს ან სწორ გზაზე მანქანა გვერდზე იწევს;
  • მანქანა მოხვევისას ან დამუხრუჭებისას ზედმეტად იხრება;
  • ორმოს შემდეგ მანქანა დიდხანს „ქანაობს“;
  • საბურავი არათანაბრად ან ერთი მხრიდან ცვდება;
  • გუგუნი, რომელიც სიჩქარესთან ერთად ძლიერდება (ხშირად სტუპიცის საკისარი);
  • ამორტიზატორზე ზეთის კვალი ჩანს.

რას ვამოწმებთ და ვცვლით

სავალი ნაწილი ბევრი დეტალისგან შედგება და ერთი და იგივე კაკუნი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს. ამიტომ ჯერ ვამოწმებთ და ვპოულობთ ზუსტად იმ დეტალს, რომელიც გაცვდა, და მხოლოდ მერე ვცვლით.

  • ამორტიზატორები და ზამბარები;
  • ბერკეტები და საილენტბლოკები;
  • ბურთულა სახსრები (შარავოი);
  • საჭის წევები და წვერები;
  • სტაბილიზატორის ძელები და ვტულკები;
  • სტუპიცის საკისრები;
  • ამორტიზატორის საყრდენები და საკისრები.

რატომ არ ღირს გადადება

გაცვეთილი სავალი ნაწილი მხოლოდ კომფორტის საკითხი არ არის. ის ზრდის დამუხრუჭების მანძილს, აუარესებს მანქანის მართვას და აჩქარებს საბურავების ცვეთას. ერთი გაცვეთილი დეტალი დროთა განმავლობაში დანარჩენებსაც ტვირთავს, ამიტომ დროულად შეცვლა საბოლოოდ უფრო იაფი ჯდება.

შეცვლის შემდეგ

ბერკეტების, საჭის წევების ან წვერების შეცვლის შემდეგ საჭის გასწორებას (რაზვალს) გირჩევთ, რომ მანქანა სწორად იაროს და საბურავები არ გაცვდეს. თუ სავალთან ერთად ძრავშიც ეჭვი გაქვთ, ერთ ვიზიტზე კომპიუტერულ დიაგნოსტიკასაც გავაკეთებთ.

კითხვები

ხშირად გვეკითხებიან

სხვა კითხვა გაქვთ? დაგვირეკეთ: 511 48 08 83

ნაწილი თავად უნდა მოვიტანო?

შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენი ნაწილი, ან დარეკეთ და გეტყვით, როგორ ჯობს. BMW F30, F32, F33, F36 და Jeep Wrangler-ის ნაწილები ჩვენთანაც გვაქვს.

ამორტიზატორები წყვილად უნდა შეიცვალოს?

კი, ერთ ღერძზე ამორტიზატორები წყვილად იცვლება: მარჯვენა და მარცხენა ერთნაირად უნდა მუშაობდეს, თორემ მანქანა დამუხრუჭებისას და მოხვევისას არათანაბრად იქცევა.

კაკუნი ყოველთვის სავალი ნაწილია?

არა. ზოგჯერ კაკუნს გამონაბოლქვი სისტემის მოშვებული სამაგრი, მუხრუჭის კალიპერი ან ძრავის ბალიში იძლევა. ამიტომ ჯერ ვამოწმებთ და მერე ვცვლით.

გლდანი, ხოჭის ტბის ქუჩა 511 48 08 83
დარეკვა 511 48 08 83