რატომ ღირს შემოწმება ყიდვამდე
მეორად ბაზარზე ყველაზე ძვირი შეცდომა ის მანქანაა, რომელიც კარგად გამოიყურება, მაგრამ ძრავი ან კარობკა უკვე დაღლილი აქვს. გაყიდვის წინ შეცდომებს ხშირად შლიან, ზეთს ცვლიან და ძრავს რეცხავენ, ამიტომ სატესტო სვლაზე პრობლემა შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს.
შემოწმება გარანტიას არ იძლევა, რომ მანქანა არასდროს გაფუჭდება, მაგრამ გაჩვენებთ, რას ყიდულობთ. ეს გეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ცუდი ყიდვა ან ფასზე გამყიდველთან ფაქტებით ილაპარაკოთ.
რას ვამოწმებთ
- კომპიუტერული დიაგნოსტიკა: შეცდომები ძრავის, კარობკის და სხვა ბლოკებიდან, მათ შორის ის, რაც ცოტა ხნის წინ წაშალეს და ისევ ჩნდება;
- კომპრესია: წნევა ყველა ცილინდრში და მათ შორის სხვაობა;
- ენდოსკოპია: ცილინდრების, დგუშების და სარქველების ვიზუალური შემოწმება კამერით;
- ბოლზე შემოწმება: რამდენი აირი გადის კარტერში;
- CO ტესტი: ხომ არ ხვდება აირი ანტიფრიზში (პრაკლადკა, თავი);
- გაგრილების სისტემა: ჟონვა და ანტიფრიზის კლება;
- სავალი ნაწილი: ამორტიზატორები, ბერკეტები, სახსრები და საჭის მექანიზმი.
როგორ ხდება
- შეუთანხმდით გამყიდველს, რომ მანქანა შესამოწმებლად მოგყავთ. სერიოზული გამყიდველი ამაზე უარს არ გეტყვით.
- დაგვირეკეთ 511 48 08 83 და შევთანხმდეთ დროზე.
- მოიყვანეთ მანქანა გლდანში, ხოჭის ტბის ქუჩაზე. შეგიძლიათ შემოწმებას თავადაც დაესწროთ.
- შემოწმების შემდეგ გიხსნით, რა ვნახეთ: რა არის ნორმაში, რა საჭიროებს ყურადღებას და რა იქნება ძვირი გასაკეთებელი.
ვის ვურჩევთ
ყველას, ვინც მეორად მანქანას ყიდულობს, განსაკუთრებით: უცხოეთიდან ჩამოყვანილ მანქანებზე, სადაც ისტორია უცნობია; დიდი გარბენის მანქანებზე; ტურბო და დიზელის ძრავებზე, სადაც რემონტი ძვირია; და იმ შემთხვევაში, როცა ფასი ბაზარზე საეჭვოდ დაბალია.